ირანის საგარეო მინისტრი – ირანი და შაბათს ომანში არაპირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ – ბურთი ამერიკის მოედანზეა

ვაშინგტონი და თეირანი 12 აპრილს ომანში არაპირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ, – ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ირანი და შეერთებული შტატები შაბათს ომანში მაღალი დონის არაპირდაპირი მოლაპარაკებებისთვის შეხვედრას გამართავენ. ეს არის როგორც შესაძლებლობა, ასევე ტესტი. ბურთი ამერიკის მოედანზეა“, – წერს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ირანთან პირდაპირი მოლაპარაკებები გვაქვს. ეს დაიწყო და შაბათს გაგრძელდება. ძალიან დიდი შეხვედრა გვაქვს და ვნახავთ რა შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, ყველა თანხმდება, რომ შეთანხმების მიღწევა სასურველი იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?