სამხრეთ კორეაში საპრეზიდენტო 3 ივნისს ჩატარდება

სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო 3 ივნისს გაიმართება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა თარიღი ეროვნულ საარჩევნო კომისიასთან გამართული განხილვის შემდეგ შეათანხმა.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ პარლამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და იუნ სუკ იოლი თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა. პარლამენტმა იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი გასულ წელს, მის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო დაუჭირა, რამაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოპალეიშვილი – ევროკომისიის ანგარიში უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე რომელიმე ჩვენგანი ელოდა, დადებითი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი საქართველოზე – რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, „ქართული ოცნება“ თავისი აკრძალვის პრეცედენტს ქმნის