კრივოი როგზე სარაკეტო იერიშის გამო უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს

უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა კრივოი როგზე რუსული სარაკეტო იერიშის გამო, რომელსაც პარასკევს 20 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი შეეწირა.
“გასულ კვირას კრივოი როგზე რუსეთის ბალისტიკური რაკეტის დარტყმამ ცხრა ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, რაც 2022 წლის შემდეგ ერთი თავდასხმის შედეგად ამდენი უკრაინელი ბავშვების დახოცვის პირველი შემთხვევაა. რუსეთი დაბომბა საბავშვო მოედანი ჩვეულებრივი საცხოვრებელ რაიონში. დაბობმა კასეტური ქობინით, ისე, რათა რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ყოფილიყო. უკრაინა გამოვიდა ინიციატივით მოიწვიონ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაუდებელი სხდომა და ეუთოს მუდმივი საბჭოს სპეციალური სხდომა, რათა ყურადღება მივაქციოთ რუსეთის დანაშაულებს”, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა სოციალურ ქსელ X-ში.
მისივე თქმით, ორივე შეხვედრა სამშაბათს გაიმართება.
ორშაბათს, კრივოი როგში, სადაც 9 აპრილს გლოვა გამოცხადდა,სარაკეტო იერიშის 5 მსხვერპლს – ოთხ ბავშვს და ქალს გამოეთხოვნენ.
საავადმყოფოში 30-ზე მეტი დაშავებული რჩება. რუსეთი ირწმუნება, რომ დარტყმის სამიზნე იყო ” სამხედრო ნაწილების მეთაურებთან და დასავლელ ინსტრუქტორებთან შეხვედრის ადგილი ერთ-ერთ რესტორანში.”
ეს არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვერსია, რომელიც კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ორშაბათს კრივოი როგზე სარაკეტო დარტყმის შესახებ კითხვის პასუხად მოიხმო. მისივე თქმით, რუსი სამხედროები არ ესხმიან თავს უკრაინაში “სოციალურ ობიექტებს” .
ტელეარხმა “ნასტოიაშჩეე ვრემიამ” სარაკეტო იერიშის დროს სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები გამოაქვეყნა. ჩანაწერების თანახმად, შენობაში ან რესტორნის მახლობლად სამხედრო მოსამსახურეები არ არიან. ჩანაწერები გამოაქვეყნა ტელეკომპანია France 24-მა. არხის მიერ ნაჩვენებ კადრებში ჩანს რესტორნის შენობა. სამხედრო მოსამსახურეები კადრებზე არ ჩანან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა