სტენფორდის უნივერსიტეტის სამმა კურსდამთავრებულმა შექმნა ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ფოტოების მიხედვით შეუძლია ამოიცნოს, რა ადგილასაა ისინი გადაღებული.
ახალ AI სისტემას Predicting Image Geolocations (PIGEON) ეწოდება და ის Google Street View-ის მონაცემებზეა გაწვრთნილი. დეველოპერები ამბობენ, რომ სურათზე დაკვირვებით ეს ხელოვნური ინტელექტი ქვეყნის იდენტიფიცირებას 95%-იანი სიზუსტით ახერხებს. როგორც წესი, ადგილს ის რეალური მდებარეობიდან 40 კილომეტრ მანძილზე ამოიცნობს.
ეს სისტემა შესაძლოა, ძალიან გამოსადეგი იყოს, მაგრამ სპეციალისტები პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობენ, თუკი ამგვარი ტექნოლოგია არასწორი ადამიანების ხელში ჩავარდება.
“პერსონალური მონაცემების თვალსაზრისით ჩვენი ადგილმდებარეობა შეიძლება, ძალიან სენსიტიური ინფორმაცია იყოს”, — აცხადებს მოქალაქეთა თავისუფლების დაცვის ამერიკული კავშირის წარმომადგენელი, ჯეი სტენლი.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ გაუჩნდათ დეველოპერებს იდეა, მათი შთაგონების წყარო ვიდეოთამაში GeoGuessr იყო. მასში მოთამაშეები Google Street View-ის სხვადასხვა ადგილზე ინაცვლებენ, შემდეგ კი რუკაზე მონიშვნით უნდა გამოიცნონ, სად არიან. სისტემისთვის მათ OpenAI-ს ხელოვნური ნეირონული ქსელი CLIP გამოიყენეს.
“ჩვენ მონაცემთა საკუთარი ბაზა შევქმენით, რომელშიც Street View-დან აღებული დაახლოებით 500 000 სურათია გაერთიანებული. სინამდვილეში, ეს საკმარისი არაა, მაგრამ მაინც გასაოცარი შედეგი მივიღეთ”, — ამბობენ PIGEON-ის შემქმნელები.
მათ ახალი ხელოვნური ინტელექტი ტრევორ რეინბოლტის დახმარებით გამოცადეს, რომელიც ინტერნეტსივრცეში ადგილების ამოცნობით გახდა პოპულარული. AI სისტემამ მას დავალებების უმეტესობაში აჯობა.
“ფაქტი, რომ ეს სტუდენტური პროექტია, გვაფიქრებს, რისი გაკეთება შეუძლია, მაგალითად, Google-ს”, — აცხადებს ჯეი სტენლი.
· გადახედვა მეცნიერება რატომ ყრიან თოვლიან გზებზე მარილს, ანუ როგორ მოვამზადოთ ნაყინი 10 წუთში — STEM მარტივად რატომ ყრიან თოვლიან გზებზე მარილს, ანუ როგორ მოვამზადოთ ნაყინი 10 წუთში — STEM მარტივად
· გადახედვა მეცნიერება შიმპანზეები ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ხანგრძლივი განშორების შემდეგაც ცნობენ შიმპანზეები ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ხანგრძლივი განშორების შემდეგაც ცნობენ