უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დემობილიზაციის შესახებ კანონპროექტი მოამზადა, რასაც გენერალური შტაბი მას მხარს არ უჭერს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დემობილიზაციის შესახებ კანონპროექტი მოამზადეს. მაგრამ, როგორც “უკრაინსკა პრავდა” წერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი მხარს არ უჭერს დოკუმენტს, რადგან მისი მიღება და განხორციელება გამოიწვევს ასი ათასზე მეტი გამოცდილი სამხედრო მოსამსახურის ერთდროულ გათავისუფლებას.
დოკუმენტის ოპონენტები კერძოდ შიშობენ, რომ თუ ვერხოვნა რადა მიიღებს სამხედრო უწყების მიერ შემუშავებულ დემობილიზაციის პროექტს, ეს გამოიწვევს საბრძოლო დანაყოფების დაკომპლექტების მნიშვნელოვან შემცირებას. პარლამენტში აღნიშნეს, რომ საუბარია საბრძოლო გამოცდილების მქონე 108 000 სამხედრო მოსამსახურის, მათ შორის 14 000 ოფიცრის ერთდროულ დემობილიზაციაზე.
გასული წლის აპრილის დასაწყისში 4000-ზე მეტი შესწორებისა და რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, უკრაინის უმაღლესმა რადამ მობილიზაციის კანონპროექტი მიიღო. უკრაინას ფრონტის ხაზზე ცოცხალი ძალა სჭირდება, ამ დროს კი ახალი კანონი საზოგადოებაში დამატებით უკმაყოფილებას აჩენს.
კანონპროექტის ყველაზე საკამათო ნაწილი იყო მუხლი, რომელიც მასში საერთოდ ვერ მოხვდა.

საუბარია დემობილიზაციაზე, ანუ იმ მებრძოლების უკან გამოხმობაზე, ვინც უკვე დიდი ხანია, ფრონტზეა.
სამაგიეროდ მეტი ჯარისკაცის მობილიზაციის მიზნით, გასული წლის 3 აპრილს უკრაინაში მამაკაცების გაწვევის ასაკი 27-დან 25 წლამდე შეამცირეს. ამჟამად, უკრაინის არმიაში მებრძოლების საშუალო ასაკი 43 წელია, მაშინ როცა, ჟურნალ Time-ის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში უკრაინელი მეომრის საშუალო ასაკი ამაზე 10 წლით ნაკლები იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა