ნანუკა ჟორჟოლიანი: სისტემამ დაიწყო იმ ხალხის გაწირვა, რომლებიც გამოიყენა და სამუდამოდ გააშავა

“ვაჟა სირაძე, საპატრულო პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი, დასანქცირებული თითქმის ყველა ევროპული ქვეყნისგან (და ეს სანქციები სამუდამოა) გადაისროლეს რეგიონის გუბერნატორად.
ანუ, გააფუჭეს და მოისროლეს.
დააქვეითეს ბესელია, აჭარის მთავარი პოლიციელი.
სუსის უფროსი საერთოდ ღია ცის ქვეშ დატოვეს.
სისტემამ დაიწყო იმ ხალხის გაწირვა, რომლებიც გამოიყენა და სამუდამოდ გააშავა.
ვინც მანდ დარჩით, რას გეუბნებათ ეს ფაქტები?
შემთხვევით საკუთარი თავის გადარჩენის დრო ხომ არ მოვიდა?!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ყველაზე დიდი გამოწვევა, ავარიული შენობებიდან ხალხის გამოყვანაა, რადგან თანხმობის მიღება ვერ ხდება – რაც შეეხება შემოღობვას, წარმოუდგენელია, როგორ უნდა შემოღობო საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ