ტრამპის ტარიფები საფონდო ბირჟების რყევას განაგრძობს

-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მსოფლიოს ქვეყნებისთვის საბაჟო ტარიფების დაწესების გამო მეორე კვირაა, კომპანიები მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან.
დღეს, 7 აპრილს, ტოკიოს ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებისას, თითქმის 9%-ით დაეცა ინდექსი Nikkei, რომელიც იაპონიის 255 კომპანიის აქციათა მდგომარეობას ასახავს.
ჩინეთის საფონდო ბირჟებზე ვარდნა 6-8% იყო. 8%-ით დაეცა ჰონგ-კონგის ბირჟის ინდექსი. სამხრეთ კორეის ბირჟაზე აქციათა კურსის ვარდნის გამო ვაჭრობა დროებით შეაჩერეს.
დღეს ძირითადი ინდექსების ვარდნას ელოდებიან ამერიკის საფონდო ბირჟაზეც, რომელიც მოგვიანებით გაიხსნება.
-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 აპრილს განაცხადა, რომ კვირის ბოლოს ესაუბრა პოლიტიკოსებს, მათ შორის ევროპასა და აზიაში, სადაც ტარიფებზე შეთანხმების მიღწევა სურთ.
პრეზიდენტის თვითმფრინავში, რომლითაც უქმე დღეების შემდეგ ფლორიდიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა, ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მზად არის სავაჭრო პარტნიორებთან ტარიფების განსახილველად, მაგრამ სავაჭრო დეფიციტსა და დისბალანსს აღარ შეეგუება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, რომლის სატარიფო პოლიტიკამ მსოფლიოს საფონდო ბაზრებზე შოკი გამოიწვია, თავისი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაიცვა და განაცხადა, რომ ზოგჯერ რაღაცის გამოსასწორებლად წამლის მიღებაა საჭირო.
დონალდ ტრამპმა 2 აპრილს გამოაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნებს უწესებს საპასუხო საბაჟო გადასახადებს. მინიმალური ტარიფი 10%-ია, მაქსიმალური კი 50%-ს უახლოვდება.
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ გასულ კვირაში მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია ევროპის, აზიისა და თავად ამერიკის საფონდო ბირჟებზე.
ტრამპი ტარიფებს მიიჩნევს სხვა სახელმწიფოებზე ზეწოლის, სავაჭრო ბალანსის დაცვისა და ამერიკის ეკონომიკის გაძლიერების საშუალებად. ეკონომისტების შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები რეცესიას და ფასების ზრდას გამოიწვევს და უარყოფითად აისახება ამერიკელებზეც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის