ისრაელი სირიის ზონებად დაყოფის წინადადებით გამოდის რეგიონში თურქეთის როლის გამო

ისრაელი არ დაუშვებს თურქული ჯარების განლაგებას გოლანის მაღლობებთან. თურქეთის რეგიონში ყოფნა მომავალ კვირას ვაშინგტონში ს პრემიერ-მინისტრ სა და -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილება, იუწყება გამოხემა Ynet-ი.

ისრაელი შიშობს, რომ თურქეთს შეუძლია სირიაში ბაზების გამოყენება დრონებისა და საჰაერო თავდაცვისთვის, რაც გაართულებს საზღვრის დაცვის ძალისხმევას და შესაძლოა სამხედრო კონფლიქტამდე მიიყვანოს, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
გასული წლის ბოლოს ექს-პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემამდე ისრაელთან დამაკავშირებელ სირიის სასაზღვრო ზონაში ს ძალები იყვნენ დისლოცირებული, რომლებთანაც, სავარაუდოდ, ისრაელის მხარეს კომუნიკაცია ჰქონდა მოწესრიგებული. თუ ამ რეგიონში თურქეთის არმია შევა, ისრაელს მოუწევს ყურადღებით განიხილოს ნებისმიერი ქმედება თავისი მოქალაქეების დასაცავად და გაითვალისწინოს, გამოიწვევს თუ არა ასეთი ქმედებები თურქეთთან სამხედრო კონფლიქტს.
ისრაელი ასევე შეშფოთებულია, სირიიდან ღაზას სექტორამდე, თურქეთის ეგიდით სუნიტური ისლამისტური ღერძის ჩამოყალიბებით, რამაც შეიძლება შეცვალოს ირანის შიიტური გავლენა.

ამავე დროს, თურქეთი ინარჩუნებს ისრაელთან კომუნიკაციის დიპლომატიურ არხებს და დიალოგი გრძელდება.

ისრაელის წინადადება ითვალისწინებს სირიის დროებით დაყოფას შეერთებული შტატების, რუსეთისა და თურქეთის გავლენის ზონებად სირის გარდამავალი მთავრობის მონაწილეობით, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება.

ახლად დანიშნული სირიის კაბინეტი სავარაუდოდ ხუთი წლის განმავლობაში იმუშავებს. ამ დროის განმავლობაში ქვეყნის კონსტიტუციაში საჭირო ცვლილებები შევა და საყოველთაო ჩატარდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ