ბიძინა ივანიშვილი და გია საუკეთესო მრჩეველებს ასახელებს

ირაკლი მ ,,იმედზე” განაცხადა:
,,რაც შეეხება ჩვენ საპატიო თავმჯდომარეს, ის თვითონ არის ლიდერი, ამიტომ მრჩევლად მისი მოხსენიება შეიძლება არ იყოს რელევანტური. თუმცა, თუ იმ კუთხით შევხედავთ ამას, რომ საიდან შეიძლებოდა მიმეღო მე ყველაზე მეტი გამოცდილება და რაღაცების ცოდნა და გარკვეული უნარები, ეს იყო, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი და მისი ნაბიჯების დაკვირვება.
ძალიან დიდ ცოდნას იღებ, როდესაც აკვირდები იმას თუ როგორ მოქმედებს ეს ადამიანი, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს, როგორ მსჯელობს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ურთულეს საკითხებთან დაკავშირებით. ანუ, ვინც სწორად აკვირდება მის საქმიანობას, მას შეუძლია, რომ ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა მიიღოს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ის პირველ რიგში არის გუნდის ლიდერი, ყველასთვის არის მრჩეველიც იმიტომ, რომ მხოლოდ მისი საქმიანობის დაკვირვებაც არის საკმარისი იმისათვის, რომ შენ ძალიან დიდი ცოდნა შეიძინო. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახიდან რჩევებიც. მაქვს ფუფუნება, რომ ოჯახის წევრი-მამაჩემი იყო ჩართული უშუალოდ პოლიტიკაში და მისი მოსმენა არის ძალიან საინტერესო”

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი