ლადო მგალობლიშვილი – ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რადიკალური ოპოზიცია საქართველოსთვის მხოლოდ შავ ხვრელს წარმოადგენდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლადო მგალობლიშვილმა, საშემოდგომო სესიის დასასრულს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების საქმეში ოპოზიციის როლი შეაფასა.
ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რადიკალური ოპოზიცია საქართველოსთვის მხოლოდ შავ ხვრელს წარმოადგენს.
„მიუხედავად რადიკალური ოპოზიციის გარე თუ შიდა უპრეცედენტო ხელშეშლისა და საბოტაჟისა, ხელისუფლებამ, ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ღირსეულად გაატარა შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიაღწია ისტორიულ მიზანს – მოგვენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ისტორიაში შემდეგნაირად ჩაიწერა: 2023 წლის 14 დეკემბერს, 21:25 წუთზე, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რის შემდეგაც, პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, პირადად მიულოცა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეს უდიდესი პოლიტიკური მიღწევა. თუმცა, საბოტაჟის მომწყობი და რეალობის გამყალბებელი რადიკალები ვერ აღმოჩნდებიან იმავე ფურცელზე, რადგან ისტორიულ, 2023 წელს, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რადიკალური ოპოზიცია საქართველოსთვის მხოლოდ შავ ხვრელს წარმოადგენდა“, – აცხადებს ლადო მგალობლიშვილი განცხადებაში, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ