„ქართულმა მხარემ საორგანიზაციო კუთხით მასშტაბური სამუშაო ჩაატარა” – ანდრეა რინალდი

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორის, ანდრეა რინალდის შეფასებით, ქართულმა მხარემ საორგანიზაციო კუთხით მასშტაბური სამუშაოები განახორციელა.
მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) 22-23 დეკემბერს, ბაკურიანში გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 16 ქვეყნის (, კანადა, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრალია, შვედეთი, ჩინეთი, ყაზახეთი იაპონია, კორეა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ფინეთი, ნიდერლანდები,) 90 სპორტსმენი იასპარეზებს.
„ქართულმა მხარემ საორგანიზაციო კუთხით მასშტაბური სამუშაო ჩაატარა. დიდი ინვესტიციებია განხორციელებული სპორტის, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებისთვის. ზამთრის სპორტის პოპულარიზაციას ხელი ძალიან შეუწყო მსოფლიო ჩემპიონატის ბაკურიანში ჩატარებამ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის ზრდისთვის.
რაც შეეხება ბაკურიანს, ეს შესანიშნავი ადგილია, ყველასთვის დიდი სიამოვნებაა აქ ყოფნა” – განაცხადა რინალდიმ.
2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები გაგრძელდება გუდაურში სნოუბორდ კროსის (3-4 თებერვალი), ხოლო ბაკურიანში სქი ქროსის დისციპლინაში (10-11 თებერვალი) გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა” (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების პარტნიორები არიან კომპანიები „სილქნეტი” და „ბორჯომი.”

ასევე დაგაინტერესებთ