– რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია და ამას ადასტურებს რუსეთის ყოველდღიური თავდასხმები უკრაინაზე – ეს არის პუტინის პასუხი ყველა საერთაშორისო დიპლომატიურ ძალისხმევაზე

საჰაერო თავდასხმების რაოდენობა იზრდება. ასე ავლენს თავის ნამდვილ ზრახვებს – გააგრძელოს ტერორი მანამ, სანამ მსოფლიო ამის საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია და ამას ადასტურებს რუსეთის ყოველდღიური დარტყმები უკრაინაზე. წუხელ კიევის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, ხოლო დრონები რეგიონს დაესხნენ თავს. დარტყმები. ასევე დარტყმა განხორციელდა მიკოლაივის, სუმის, ხარკოვის, ხმელნიცკის და ჩერკასის რეგიონებში. საჰაერო თავდასხმების რაოდენობა იზრდება. ასე ავლენს თავის ნამდვილ ზრახვებს – გააგრძელოს ტერორი მანამ, სანამ მსოფლიო ამის საშუალებას მისცემს“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში მათ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 1 460-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, 670-მდე თავდასხმის დრონი და 30-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს.
„ეს თავდასხმები არის პუტინის პასუხი ყველა საერთაშორისო დიპლომატიურ ძალისხმევაზე. თითოეულმა ჩვენმა პარტნიორმა – შეერთებულმა შტატებმა, მთელმა ევროპას, მთელმა მსოფლიომ – დაინახა, რომ რუსეთი აპირებს ომისა და მკვლელობების გაგრძელებას. ამიტომ არ შეიძლება ზეწოლის შემსუბუქება. ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტირებასა და მშვიდობის დაახლოებისკენ“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)