“მრცხვენია დიდი დიღმელების” – 2,8 მილიონით გაზრდილი პროექტი და მერიის ბოდიში დიდ დიღომს

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი BMG tv-თან ამბობს:
„მრცხვენია დიდი დიღმელების და მინდა მათ ბოდიში მოვუხადო, იმიტომ რომ წარმოუდგენელია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას, დიდი დიღმიდან გამოსვლა ფიზიკურად წარმოუდგენელია, მაგრამ ეს რეფორმა მტკივნეულია. ეს არ არის ისეთი რეფორმა, რომელიც რაღაც კონკრეტულს ეხება, ეს ყველას ეხება, რადგან გადაადგილების პრობლემა ეხება ყველას, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე ავტომობილით, ქვეითად მოსიარულეს.
გაცილებით დიდი პრობლემა ქვეითად მოსიარულეებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაა, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს“.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია სამ ლოტად იყო. პროექტის ორ ლოტს ერთი კონტრაქტორი – შპს “მილენიუმ ბილდერს გრუპი” აშენებს, ხოლო ერთი ლოტის შემსრულებელი კომპანია “ერ ტე დე” არის.
კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა და მისი ღირებულება 2,8 მილიონი ლარით გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ