თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ლაშა გოგნიაშვილი ამ დრომდე გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა.
ლაშა გოგნიაშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – საქართველო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილია სამშობლოს მოღალატეების დაჯგუფებით – მოღალატეები: ლევან მახაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე ცდილობენ, რუსეთის სასარგებლოდ იმოქმედონ