საბერძნეთი აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ წითელი ზღვის საზღვაო კოალიციას შეუერთდება

საბერძნეთი -ის ხელმძღვანელობით შექმნილ წითელი ზღვის საზღვაო კოალიციას შეუერთდება, – ამის შესახებ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა განაცხადა.
„ფრეგატი სავაჭრო გემების, მეზღვაურების სიცოცხლის და გლობალური ეკონომიკის დასაცავად მრავალეროვნულ ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს“, – განაცხადა ნიკოს დენდიასმა.
ბერძნული ფლოტის ფრეგატი წითელი ზღვის სამუშაო ჯგუფს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის ბრძანებით შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, აშშ-მა, ჰუსიტების გაძლიერებული თავდასხმების შედეგად, წითელ ზღვაში მრავალეროვნული საზღვაო ოპერაცია შექმნა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა