France 24 – სეულში სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

სეულში სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
France 24-ის ცნობით, სეულის ქუჩებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის ათასობით მხარდამჭერი გამოვიდა, მას შემდეგ, რაც გუშინ სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ იოლის იმპიჩმენტის შესახებ პარლამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტები ვადამდელი ს გაუქმებას მოითხოვდნენ და სკანდირებდნენ: „იმპიჩმენტი უსაფუძვლოა“.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო იუნ სუკ იოლს იმპიჩმენტი 14 დეკემბერს გამოუცხადა. იოლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საბოლოო ოფიციალური გადაწყვეტილება გუშინ, 4 აპრილს სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.
იუნ სუკ იოლის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო 60 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე პრემიერ-მინისტრი, ჰან დაკ-სუ გააგრძელებს.