“რუსებმა გადაწყვიტეს, რომ ოლიგარქი დაბერდა და ეს კობახიძის ხელით უნდა მოხდეს” – შოთა უტიაშვილი

ანალიტიკოსი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი და სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე, შოთა უტიაშვილი:
2015 წლიდან დღემდე ივანიშვილმა პრემიერი შეცვალა ექვსჯერ, სუს-ის უფროსი მხოლოდ მეორედ. ანუ, მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვნია სუსი, ვიდრე პრემიერი. ადგა და სუსის უფროსობა პრემიერს აჩუქა, რაც აქამდე არასოდეს უქნია. კი ბევრი ვერსია იყო, რომ ლილუაშვილი ბაჩიაშვილის გამო დასაჯა, საარჩევნო სამინისტრო ჩააბარა, მაგრამ, არა მგონია, რომელიმე მართალი იყოს. ერთადერთი ახსნა, რაც ამ ცვლილებას აქვს, არის ის, რომ რუსებმა გადაწყვიტეს, რომ ოლიგარქი დაბერდა და საქართველო პირდაპირი რუსული მმართველობისათვის მზადაა, რაც კობახიძის ხელით უნდა მოხდეს. ქოცმა პროპაგანდისტებმა ტრამპის გაშავებაც მაგიტომ დაიწყეს. თუ აქამდე ბალანსის პოლიტიკას თამაშობდნენ, ეხლა დაუფარავად რუსულები გახდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…