„ჰამასი“ – ღაზაში ომის დასრულებამდე მძევლების შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება

ღაზაში ომის დასრულებამდე მძევლების შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება, – ამის შესახებ განცხადებას „ჰამასი“ ავრცელებს.
„არსებობს პალესტინის ეროვნული გადაწყვეტილება, რომ აგრესიის სრულ შეწყვეტამდე, პატიმრების გაცვლის შესახებ გარიგებაზე საუბარი არ უნდა იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ეგვიპტეში „ჰამასის“ პოლიტიკურმა ლიდერმა, ისმაილ ისმაილ ჰანიემ მძევლების გათავისუფლების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა.