მარკო რუბიო – რუსებმა იციან ჩვენი პოზიცია ომის დასრულებაზე და მათი პასუხები ძალიან მალე გვეცოდინება – პრეზიდენტი ტრამპი არ მოხვდება უსასრულო მოლაპარაკებების ხაფანგში

არაფერი გამიგია რუსეთსა და -ის შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნატოს შტაბ-ბინაში მედიასთან საუბარში განაცხადა.
კერძოდ, რუბიოს ს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის განცხადებაზე ჰკითხეს, რომელმაც აშშ-ის ახლო აღმოსავლეთში წარმომადგენელ, სტივ უიტკოფთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები აღდგეს, როგორც ნდობის აღდგენის ზომა.
„არაფერი გამიგია პირდაპირ ფრენებზე…
არ ვიცი ვინ იფრენს, ვინაიდან ეს ყველა ადამიანი დასანქცირებულია“, – განაცხადა რუბიომ.
ამასთან, მისი თქმით, „რუსებმა იციან ჩვენი პოზიცია ომის დასრულებაზე, და მათი პასუხები ძალიან მალე გვეცოდინება, სერიოზულები არიან რეალური მშვიდობის მიღწევაზე თუ ეს უბრალოდ დაყოვნების ტაქტიკაა“.
„თუ ეს დაყოვნების ტაქტიკაა, პრეზიდენტი [ტრამპი] ამაში დაინტერესებული არ არის. თუ ეს ყველაფრის გაჭიანურებაა, პრეზიდენტი ტრამპი არ მოხვდება უსასრულო მოლაპარაკებების ხაფანგში…
ვამოწმებთ რუსები დაინტერესებული არიან თუ არა მშვიდობაში. მათი ქმედებები – არა მათი სიტყვები, არამედ მათი ქმედებები – განსაზღვრავენ ისინი სერიოზულები არიან თუ არა, და ვაპირებთ ეს უფრო მალე ვნახოთ, ვიდრე გვიან“, – განაცხადა რუბიომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – სიმართლემ უნდა იყვიროს! – თუ გადაწყვეტთ, რომ ისევ ციხეში წავიდეთ, დამტკიცდება, რომ მთავრობის წევრები ახდენდნენ თქვენზე ზეგავლენას, რადგან არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ჩვენ აქედან ისევ ციხეში წავიდეთ

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევზე თავდასხმაზე – ეს არის უკრაინის წინააღმდეგობის ჩასახშობად მიზანმიმართული სტრატეგია, რომელიც არ უნდა გამართლდეს – ნორვეგია გააგრძელებს უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას