სენაკის საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს, „ქართულ ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

სენაკის საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს „ქართულ ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები შეუსაბამოდ იყო გადანაწილებული.
„ისეთ ინიციატივებზე გვითხრეს უარი, როგორიც არის ყველაზე მწვავე პრობლემები, მათ შორის, მიუსაფარი ძაღლების პრობლემა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად არც ერთი თეთრი არ გაითვალისწინეს, არ მისცეს კომპენსაცია გასულ წელს დაზარალებულ მოსახლეობას. უარი გვითხრეს პირველი კლასელებისთვის უფასო კვებაზე. რატომღაც ჰქონიათ, რომ სენაკში ხალხი ბედნიერად ცხოვრობს, სამაგიეროდ, 5 მლნ 600 ათასზე ლარზე მეტი უჯდება სენაკის მოსახლეობას სენაკის მერიის და საკრებულოს შენახვა წელიწადში“, – განაცხადა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა კუჭავამ.
სენაკის საკრებულომ საბოლოოდ მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელსაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ 17 წევრმა მხარი დაუჭირა. პარტია „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს, ხოლო პარტია „საქართველოს“ წევრებმა ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ