“უბედურება ტრიალებს მსოფლიოს საფონდო ბაზრებზე” –

ყოფილი პარლამენტარი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, :
უბედურება ტრიალებს მსოფლიოს საფონდო ბაზრებზე. ფულს არა მხოლოდ უცხოელები, არამედ საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირებიც კარგავენ.
“საქართველოს ბანკისა” და “თი ბი სი” ბანკის პლატფორმით ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდათ შესაძლებლობა შეიხინონ 5 ათასამდე უცხოური კომპანიის აქციები. ზუსტი სტატისტიკა არ არის რატომღაც დღემდე გამოქვეყნებული, მაგრამ ამ კომპანიებში ინვესტირებული თანხები ალბათ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი იქბება, ასეული თუ არა. დიდძალი ზარალი მიადგა ასევე საქართველოს საპენსიო ფონდს, რომელსაც მილიარდ ლარზე მეტი აქვს ინვესტირებული დასავლური, ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი კომპანიების აქციებში. ხდირად უყვართ იმის თქმა-მერე რა, თუ უფასურდება, რაღაც პერიოდში დაუბრუნდება პირვანდელ ნიშნულსო. ეს რაღაც პერიოდი შეიძლება იყოს ერთი ან ორი წელიწადი ან სულაც არ იყოს. ეს ნიშნავს წლებისა და შემოსავლების დაკარგვას. თანაც, როცა მაღალ ფასად გაქვს ნაყიდი და დაბალ ფასად გიწევს გაყიდვა ( ყველას არ აქვს ლოდინის საშუალება ან არც სურს), ეს უკვე პირდაპირი ზარალია. “საქართველოს ბანკმა” ( “გალტ ენდ თაგარტმა”), “თი ბი სი” ბანკმა, საპენსიო სააგენტომ, ასევე ეროვნულმა ბანკმა, როგორც რეგულატორმა, უნდა განმარტონ, თუ რა გავლენა მოახდინა ჩვენი მოქალაქეების ინვესტიციებზე ბოლო კვირეების შავმა დღეებმა. მხოლოდ გუშინ და დღეს საფონდო ბაზრებმა რამდენიმე ტრილიონი დოლარი დაკარგეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ