ირაკლი კობახიძე: ორივე შესაძლო სცენარისთვის ვართ მზად – ტრამპი ან ამარცხებს “დიფ სთეითს”, ან ვერ

ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენ, როცა ტარდებოდა -ში, რა თქმა უნდა, უარეს სცენარზეც გვქონდა გათვლილი და ეს უარესი სცენარი იქნებოდა იგივე, ასე ვთქვათ, მმართველობის დარჩენა ხელისუფლებაში, რაც მანამდე მოქმედებდა – ამ სცენარისთვისაც კი ვიყავით ჩვენ მზად, აბსოლუტურად მზად! ვერც ამ სცენარის პირობებში ვერ შეარყევდა ვერავინ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას.

ახლა უკვე მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა ტრამპის არჩევამ. მთავარი შედეგი არის ის, რომ საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ სახვანაირად გაიგო, უკვე ხედავთ, რომ ახალი ხელისუფლება აშშ-ში საუბრობს იგივეს წინა ხელისუფლებაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით 4 წლის განმავლობაში. ეს უკვე ძალიან ხელშესახები შედეგია, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია.

რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, ვნახოთ! ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად. არის ორი შესაძლო სცენარი: ერთი სცენარია, რომ ტრამპი ამარცხებს “დიფ სთეითს”, ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენთვის, რა თქმა უნდა, კარგი სცენარი, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას საქართველოსა და აშშ-ს შორის, მაგრამ თუ ტრამპი ვერ დაამარცხებს “დიფ სთეითს”, ამ შემთხვევაში არის რისკი იმისა, რომ ისევე გაგრძელდეს მოვლენების განვითარება, როგორც ეს გრძელდებოდა გასული 4 წლის განმავლობაში.

ჩვენ ორივე სცენარისთვის ვართ მზად, ვერცერთი სცენარის პირობებში ვერავინ ვერ შეარყევს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას,  – განაცხადა პრემიერმა, ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტუმასიანი: ვთხოვ ჩვენს მედიას, არ და აღარ გამოიყენოთ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი და კონფლიქტის ეპოქის ტერმინი ე.წ. “ზანგეზურის დერეფანი”. შეერთებულმა შტატებმა სწორედ ამ მავნებელი ორი სიტყვის გამო შეიმუშავეს ახალი სახელი

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ