სალომე ზურაბიშვილი – „რძის სკანდალი“ აჩვენებს, რომ ყველაფერი იმისკენაა მიმართული, ეს პატარა თუ დიდი ოლიგარქები, ხალხის და ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე რაც შეიძლება მეტად გამდიდრდნენ

ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რომ ეს პატარა თუ დიდი ოლიგარქები, ხალხის და ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე, რაც შეიძლება მეტად გამდიდრდნენ – დამოუკიდებელი სურსათის უვნებლობის სააგენტო უნდა არსებობდეს, რომელიც არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება, რომ გარკვეულ რძის ნიმუშებში აფლატოქსინები გამოვლინდა.
მისივე თქმით, საქართველოში არსებული სააგენტოები და ინსტიტუტები დამოუკიდებლები არ არიან.
„რძის სკანდალი“ ბევრი რამის მაჩვენებელია. ოლიგარქიული რეჟიმი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რაც შეიძლება მეტად, ეს პატარა თუ დიდი ოლიგარქები, ხალხის და ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე გამდიდრდნენ. არაფერს უკვირდებიან და არაფერი აფერხებთ. რატომ გვინდა ჩვენ ევროპა? – სწორედ, ამიტომ გვინდა ევროპა, რომ ადამიანი, მოქალაქე დაცული იყოს. არამხოლოდ რაღაც რეგლამენტაციებით, რომელზეც „ქართულ ოცნებას“ ასოცირების ფარგლებში ხელი მოწერილი აქვს. ხელის მოწერა არ ჰყოფნის, მერე ეს უნდა შეასრულო!
ნამდვილი, დამოუკიდებელი სურსათის უვნებლობის სააგენტო უნდა არსებობდეს, რომელიც არ გვაქვს. ეს სააგენტო არის, როგორც ყველა სააგენტოები, ინსტიტუტები, მათზე დამოკიდებული და არანაირად თავის ფუნქციას არ ასრულებს. სასამართლო, რომელშიც თურმე პაპაშვილმა თავისი რაღაც მტკიცებულებები შეიტანა, არ არსებობს, ე.ი. ადამიანი არაფრისგან არ არის დაცული და ეს აღმოჩნდა დღეს ძალიან ნათლად ამ სკანდალით… ჩვენი პროდუქტი არანაირად დაცული არ არის.
ამ საქმიდან გამომდინარე, ერთ-ერთი სამწუხარო შედეგია ის, რომ ამით ჩვენი ერთ-ერთი პროდუქციის ჩაძირვა მიდის. თუ რომელიმე პროდუქციაა, რომელიც სრულიად ქართულია და არა იმპორტზე დამოკიდებული, ეს სწორედ არის რძე და რძის ნაწარმის პროდუქცია. ამიტომ ძალიან მავნებლური სქემებია, ეს ყველაფერი თაღლითობის შედეგადაა იმისთვის, რომ ვიღაცები კიდევ უფრო გამდიდრდნენ და ეს ხალხის ხარჯზე მოხდეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ინფორმაციისთვის, გუშინ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული პროდუქტის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს. „აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობა „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“