ბორჯომის მერია – ბორჯომში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები საზეიმოდ აინთო

ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები საზეიმოდ აინთო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, წელს ქალაქს ილუმინაციები საჩუქრად გადაეცა. ბორჯომის მუნიციპალიტეტმა კი ნაძვის ხისთვის ახალი დეკორაციები და განათება შეიძინა.
როგორც ბორჯომის მერიაში აცხადებენ, სტუმრების განწყობაზე “Goofy Land”-მა იზრუნა. ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – ჯუმბერ კურტანიძე და ნიკოლოზ კიკნაძე, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ