სომხეთმა “Sputnik Армения”-ს რადიომაუწყებლობა 30 დღით შეაჩერა

სომხეთში რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება რუსული მედიის ფილიალის სომხეთში შეჩერების შესახებ გამოიყურება დათმობად მათ მიმართ, ვისაც რუსეთსა და სომხეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების გახლეჩა სურთ.
საელჩოში ასევე აცხადებენ, რომ სომეხ მსმენელს აქვს უფლება საინფორმაციო წყაროს საკუთარი არჩევანი ჰქონდეს.
სომხეთის ტელე-რადიო ეროვნულმა კომისიამ ერთი თვით შეუჩერა ლიცენზია რადიოსადგურ “ტოსპას”, რომელიც “Sputnik Армения”- გადაცემებს ტრანსლირებს. მედია რეგულაციის უწყებამ ასევე დააჯარიმა რადიო “ტოსპა” 500 ათასი დრამით [დაახლოებით, 1 200$].
კომისიის ცნობით, გადაწყვეტილება უკავშირდება გადაცემას “პარასკევი ტიგრან კეოსაიანთან” [ტიგრან კეოსაიანი მარგარიტა სიმონიანის ქმარია], სადაც ავტორმა სომხური მხარის ცნობით, “ქვეყნისა და ერის პატივისა და ღირსების ირონიული და დამამცირებელი გამონათქვამები დაუშვა”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ