„ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ფიქრია ჩიხრაძე ბორჯომში კოალიციის მხარდამჭერებს შეხვდნენ

ბორჯომში “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ფიქრია ჩიხრაძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კოალიციის მხარდამჭერებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის მთავარი თემა, ახალი არჩევნების მოსაღწევად და პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად ბრძოლა იყო.
“შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კოალიციის ლიდერებმა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, ადგილობრივი მოსახლეობის აზრი მოისმინეს და მათგან რეკომენდაციებიც მიიღეს.
მამუკა ხაზარაძემ შეხვედრაზე მისულ საზოგადოებას, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელების პირობა მისცა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა