“კლიპერსმა” “დალასი” რის ვაი-ვაგლახით დაამარცხა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “დალას მავერიქსი” 120:111 დაამარცხა.
სტუმართაგან საუკეთესო კავაი ლეონარდი გახდა, რომელმაც 30 ქულა, 10 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
“დალასის” ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა თავი 28 ქულით, 10 მოხსნით, 10 შედეგიანი პასითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ამრიგად, “კლიპერსმა” ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა და 17 მოგებითა და 10 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. კალიფორნიელები 22 დეკემბერს, “ოკლაჰომა სიტი თანდერს” შეხვდებიან.
“დალას მავერიკსი” 16 გამარჯვებითა და 11 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, ჯეისონ კიდის გაწვრთნილი
გუნდი 23 დეკემბერს, “ჰიუსტონ როკეტსს” დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში