შსს – მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტში უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტის თვეში საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, სამინისტროს სხვა დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ეფექტურად უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას. კერძოდ, გასული თვის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნის 97 მოქალაქის ქვეყნიდან გაძევება განხორციელდა.
„უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. გაძევებულ პირებს კანონის შესაბამისად ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოდან გაძევებულ იქნა – ინდოეთის, ბელარუსის, ჩინეთის, ტაჯიკეთის, აზერბაიჯანის, ს, ბანგლადეშის, ამერიკის შეერთებული შტატების, ერაყის, ირანის, ნიგერიის, თურქმენეთის, თურქეთის, ეგვიპტის, ს, კამერუნის, იორდანიის, ს – ჯამში 97 მოქალაქე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – ნათქვამია ინფორმაიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილს, როგორც უცხოელ აქტივს საქართველოში, საძაგელი ტყუილების გასავრცელებლად იყენებენ – ის ამას თავისით არ აკეთებს, უნდა ამოვიკითხოთ გეგმა, რომლითაც საქართველოს ამოყირავებას ცდილობენ

ირაკლი კობახიძე – 4 ოქტომბრის მოვლენებზე მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც აქციაზე იყო მისული, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!