დონალდ ტრამპმა ეკონომიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ტარიფების დასაწესებლად ფართო უფლებამოსილების უზრუნველსაყოფად, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეკონომიკაში ეროვნული საგანგებო მდგომარეობ გამოაცხადა.
ტრამპის განცხადებით, აშშ-ს უცხო ქვეყნები არასათანადოდ ეპყრობიან, რომლებიც სიამოვნებით ყიდიან ამერიკულ საქონელს, მაგრამ სავაჭრო ბარიერებს აწესებენ, რათა ამერიკული წარმოების საქონელი არამიმზიდველი და არაკონკურენტული გახადონ.
როგორც „სიენენი“ წერს, ამერიკის სავაჭრო დეფიციტის მაჩვენებლით, 2024 წელს შეერთებულმა შტატებმა 1.2 ტრილიონი დოლარით მეტი საქონელი შემოიტანა, ვიდრე გაიტანა – რაც რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა, ეკონომისტები თანხმდებიან, რომ საქონლის სავაჭრო დეფიციტი სრულად ვერ ასახავს ამერიკის ეკონომიკურ ურთიერთობებს მის სავაჭრო პარტნიორებთან.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს

„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მხარის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში“ – დავით სონღულაშვილი