ჩინეთში ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV-ი ავრცელებს.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში, ჰეილონგიანგში, კუნიუანის მაღაროში მუშების გადამყვანი ეტლი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.
2023 წელს ჩინეთში ქვანახშირის მოპოვებასთან დაკავშირებულმა ავარიებმა იმატა, ხელისუფლებამ უბედური შემთხვევების წინააღმდეგ საბრძოლველად უსაფრთხოების წესები გაამკაცრა.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო