ზვიად ძიძიგური – ხვალ „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავები გამოვლენ და იტყვიან, რომ „დიფ სტეიტმა“ გაიმარჯვა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ტრამპის ადმინისტრაციასთან ვერაფერი დაალაგა

სპეციალური სამინისტროს შექმნა და მინისტრად ლილუაშვილის დანიშვნა, ნიშნავს იმას, რომ ოფიციალურად ჩაიბარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და იმუშავებს არჩევნებზე , – ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, არ მიიჩნევს, რომ სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი „დაისაჯა“.
ამასთან, ძიძიგურმა ხაზი გაუსვა, რომ სამთავრობო კარუსელები არაფერს ნიშნავს.
„ვერ გეტყვით, რომ გრიგოლ ლილუაშვილი დაისაჯა. ის, რომ სპეციალური სამინისტრო შეიქმნა და მის მინისტრად დაინიშნა ლილუაშვილი, ნიშნავს იმას, რომ ოფიციალურად ჩაიბარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და იმუშავებს არჩევნებზე. ეს სამთავრობო კარუსელები არაფერს ნიშნავს. სუს-ი მაინც მუშაობდა, როგორც საპარლამენტო, ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. ახლა სხვა ფორმატზე იმუშავებს, რაც არ ნიშნავს რამე ტიპის თვისობრივ ცვლილებას. თვისობრივი ცვლილება იქნება, მაშინ, თუ არ იქნება ხელისუფლებაში“,- განაცხადა ძიძიგურმა.
გარდა ამისა, ძიძიგურმა ისაუბრა -ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ პირველ კომენტარზე და აღნიშნა, რომ ეს განცხადება არის ისეთი ტიპის მიმართულება, რომელიც არ შეიცვლება.
მისივე შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ტრამპის ადმინისტრაციასთან „ვერაფერი დაალაგა“.
„ხვალ „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავები გამოვლენ და იტყვიან, რომ „დიფ სთეითმა“ გაიმარჯვა. რამდენიმე კვირის წინ იყო დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრსა და ამერიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს შორის შეხვედრა, შემდეგ იყო სა და ელჩს შორის შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ ამერიკელებმა უთხრეს, რომ საქართველოს გაეგრძელებინა დემოკრატიული წინსვლა. დემოკრატიული წინსვლის ნაცვლად მივიღეთ, საგამოძიებო კომისია და პარტიების აკრძალვის მუქარა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის მიმართულება, რასაც აშშ ელოდებოდა საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებისგან, ამიტომ ეს განცხადება არის ისეთი ტიპის მიმართულება, რომელიც არ შეიცვლება.
ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ: სომხებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს, უკრაინელებს, თურქებს – საქართველოს გარდა ყველას შეხვდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ტრამპის ადმინისტრაციასთან ვერაფერი დაალაგა. განცხადება, რომელიც დღეს ვნახეთ ადასტურებს იმას, რომ აშშ-ს კონგრესის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღება არ არის შემთხვევითი და ეპიზოდური მოვლენა“, – განაცხადა ძიძიგურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!