მარგუს ცაჰკნა ახალ კანონებზე – მოვლენების კიდევ უფრო მეტი ნეგატიური განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებას

მოვლენების კიდევ უფრო მეტი ნეგატიური განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებას, – ასე ეხმაურება ს საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის მიერ საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას.
„მოვლენების კიდევ უფრო მეტი ნეგატიური განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებას და შემდგომი რეპრესიებისა და სამოქალაქო სივრცის ლიკვიდაციისთვის ნიადაგის მომზადებას“, – წერს მარგუს ცაჰკნა X-ზე.
ცნობისთვის, დღეს კაია კალასმა და მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ახალი კანონმდებლობა, მათ შორის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე, დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიების პოლიტიკის გამკაცრებისთვის“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს – ეს მეტყველებს მათ ტრაგიკულ მდგომარეობაზე

თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის მასალაზე – მიხვდნენ, რომ „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა და ახალი ბოდვა დაიწყეს – რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები