ბენი განცი – ლიბანი ვალდებულია „ჰეზბოლას“ ტერორიზმზე პასუხისმგებლობა აიღოს

ლიბანი ვალდებულია „ჰეზბოლას“ ტერორიზმზე პასუხისმგებლობა აიღოს, – ამის შესახებ ს ომის კაბინეტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა.
„ლიბანის სახელმწიფო ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს ტერორიზმზე, რომელიც მისი ტერიტორიიდან მომდინარეობს. სასაზღვრო ზონაში დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევა, უპირველეს ყოვლისა, ლიბანის ინტერესებშია“, – წერს განცი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ბენი განცმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას ესაუბრა და მას განუცხადა, რომ ისრაელი იმ საფრთხეს, რომელსაც „ჰეზბოლა“ მის მოქალაქეებს უქმნის, არ შეურიგდება.
„ისრაელი თავისი მოქალაქეების დასაცავად და მძევლების სახლებში უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომას მიიღებს“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.