დიმიტრი პესკოვი – საუდის არაბეთში ვიზიტის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმები ვლადიმერ პუტინს არ უკავშირდება

საუდის არაბეთში ვიზიტის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმები ვლადიმერ პუტინს არ უკავშირდება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
დიმიტრი პესკოვი -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.
„ეს ამერიკული სახელმწიფოს გეგმებია და პუტინთან არანაირად არ არის დაკავშირებული. პუტინს მსგავსი გეგმები ჯერჯერობით არ აქვს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის და „ამას ის მოწმობს, რომ ამერიკულ მხარესთან შეთანხმებით ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების დროებით მორატორიუმს შეუერთდა“.
პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს აგრძელებს.
„კიევის რეჟიმი დროებით მორატორიუმს არ ემორჩილება და ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს ყოველდღიურად აგრძელებს“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიციური ალიანსის განცხადება: ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას, რაც ცალსახად არის უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანი დემოკრატიის მხარდასაჭერად