თიბისი კამპუსი: ბიზნეს და ტექკურსების საუკეთესო სინთეზი

თიბისი კამპუსი უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცეა, სადაც სტუდენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და კამპუსის ონლაინ კურსების დასრულების შემდეგ, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას შეძლებენ.
სთვის ხარისხიან განათლებაზე წვდომა პრიორიტეტია. სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებთან ერთად, თიბისი კამპუსი 18-24 წლის ახლაგაზრდებს, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ, ონლაინ კურსებით, საშუალებას აძლევს დაეუფლონ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს.
პროფესიონალ ლექტორებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, თეორიულ ცოდნასთან ერთად, თიბისი კამპუსის კურსდამთავრებულებს, მისცემს შესაძლებლობას, ამ დარგებში არსებული მაღალი კონკურენციის მიუხედავად, გაუმკლავდნენ თანამედროვე საბაზრო გამოწვევებს და დასაქმდნენ მათთვის საინტერესო მიმართულებით.
„გავიარე ციფრული მარკეტინგის კურსი. ნამდვილად ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის, რადგან ძალიან ბევრი ახალი რამ ვისწავლე, რაც არ მეგონა საერთოდ რომ მარკეტინგს ეხებოდა. ბევრი სტერეოტიპიც დამემსხვრა. სამომავლო დასაქმებისთვის ციფრული მარკეტინგის ცოდნა მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, რადგან ამ მიმართულებას დღეს უკვე ყველა კომპანია იყენებს“ – კესო მეჭურჭლიშვილი, „თიბისი კამპუსის“ კურსდამთავრებული.
თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახალი თაობის ინტერესებს და კამპუსის პირველი ნაკადის მონაწილეებთან უკუკავშირის საფუძველზე წელს,არსებულ კურსებთან ერთად, სრულიად ახალ მიმართულებებს შემოგთავაზებთ. თვალი ადევნეთ პროგრამების რეგისტრაციის გახსნის თარიღებს და სიახლეებს ვებგვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, “რუსულის” იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!