“აი, ასეთი ბიჭია სანდრო” – პოპოვიჩმა მამუკელაშვილზე ისაუბრა

“სან ანტონიო სპურსის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა გრეგ პოპოვიჩმა სანდრო მამუკელაშვილის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, “მამუს” მომავალზე ძალიან ბევრს ფიქრობს და არაა გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში მას მეტი სათამაშო დრო მისცეს.
“რამდენიმე მატჩით G ლიგაში გავუშვით, იქედან კი ყოველ ჯერზე 25-30 ქულით დაგვიბრუნდა. მასზე ყოველთვის ვფიქრობ, საკუთარ თავს ვეკითხები, უფრო მეტი სათამაშო დრო ხომ არ უნდა მივცე?
“მამუ” შესანიშნავი ბიჭია. ყოველთვის იღიმის და ძალიან მშრომელია. ვარჯიშის შემდეგ რჩება და მუშაობას აგრძელებს. სანდროს ჩემთვის ხშირად ქართული ღვინო ჩამოაქვს ხოლმე, რის გამოც კიდევ
უფრო მიყვარს”, – განაცხადა პოპოვიჩმა.
შეგახსენებთ, სანდრო “სპურსს” გასულ სეზონში, შეუერთდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში