93 დაზარალებული არასრულწლოვანია – თებერვლის თვის დანაშაულთა სტატისტიკა

2025 წლის თებერვალში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1830 პირზე, მათ შორის 66 არასრულწლოვანია. ამის შესახებ საქსტატი შსს-ს სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს.
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე შემდეგია.
განზრახ მკვლელობა -5,
განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში -3,
სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით -2,
თვითმკვლელობამდე მიყვანა – 1,
დევნის დაწყების მაჩვენებელი ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე
ოჯახური ძალადობა -156
ძალადობა -114
დევნის დაწყების მაჩვენებელი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე
გაუპატიურება 6 – (დაზარალებულთა შორის 2 არასრულწლოვანია)
გარყვნილი ქმედებისთვის 4 პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა (დაზარალებულთა შორის 7 არასრულწლოვანია)
სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკის მიუღწეველთან – 4,
სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება -3,
დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ
თავისუფლების უკანონო აღკვეთა – 7,
ქორწინების იძულება – 2,
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) – 2
დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ
ქურდობა 324,
ძარცვა – 30,
ყაჩაღობა – 15
სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პირის მიმართ. ნარკოდანაშაულისთვის 527 პირის მიმართ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისთვის 61 პირის მიმართ.
21 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა კომპიუტერული დანაშაულის გამო. სამოხელეო დანაშაულზე – 5.
მმართველობის წესის წინააღმდეგ დანაშაულებზე სხვადასხვა მუხლით 143 სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. სასამართლოს უპატივცემულობისთვის – 1, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის – 14, შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის 38.
2025 წლის თებერვლის თვეში სულ დაზარალებულ პირთა რაოდენობამ შეადგინა 1382. დაზარალებულთა შორის 93 არასრულწლოვანია.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…