“მიქაუტაძემ ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება გაიარა” – ფრანგული გამოცემის ექსკლუზიური ინფორმაცია

გიორგი მიქაუტაძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “მეცში” დაბრუნდება და მომდევნო 6 თვეს ლიგა 1-ში გაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mercato ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქართველმა სამედიცინო შემოწმება საფრანგეთში უკვე გაიარა და ვიდეოც გადაუღეს, რომლითაც “მეცი” გიორგის წარადგენს.
შეგახსენებთ, მიქაუტაძე “აიაქსს” გასულ ზაფხულს სწორედ ფრანგული კლუბიდან, 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა ამსტერდამელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიპოვა.
მიდი გიო შეყარე მეორე წრეში 15-20 გოლი სა იმ ბლერ აიაქსელებმა თავში ხელები რომ შემოიტყან ! მაგრამ ოქროს მთებსაც რომ შეგპირდნენ არ დაბრუნდე იმ გალანდსკი პეტუხებთან !