მერიამ არ გაითვალისწინა ჩვენი შენიშვნები, არ აქვს შეცვლილი პოზიცია და ხედვა – საკრებულოს წევრი ენმ-დან რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტზე

რუსთავის საკრებულო დღეს 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავს. ოპოზიცია, რომელიც საკრებულოში უმრავლესობით არის წარმოდგენილი, პროექტს მხარს არ დაუჭერს. პარტიები თვლიან, რომ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში, პრიორიტეტები არასწორად არის გადანაწილებული.
უმრავლესობა კი ამბობს, რომ ბრალდებები აბსურდულია, პარამეტრები მორგებულია ქალაქის საჭიროებებს, ოპოზიცია კი დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობს. ბიუჯეტი წელს 112 753 000 ლარია.
რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ალეკო ბერიძის განცხადებით, მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი შენიშვნებით უკან დაუბრუნდა მერიას თუმცა, ისინი შენიშვნების გათვალისწინებას და პოზიციის შეცვლას ჯიუტად არ აპირებენ.
“ის ბიუჯეტი, რაც მერიის მხრიდან იყო წარმოდგენილი, ჩვენ დავაბრუნეთ უკან შენიშვნებით. მერიამ არ გაითვალისწინა ეს შენიშვნები, არ აქვს შეცვლილი პოზიცია და ხედვა. ეს შენიშვნები ეხება, სოციალურ პროგრამებს, ინფრასტრუქტურულ პროგრამებს, განათლების პროგრამებს და წარმოდგენილია სხვადასხვა მიმართულება. ამ ბიუჯეტის არ მიღება, არ ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტი არის ერთჯერადი აქტი. ბიუჯეტში 10 ცვლილებაზე მეტი გვაქვს გაკეთებული. მატის თვემდე, საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში, შესაძლებელია, რომ საკრებულომ მიიღოს იგივე ბიუჯეტი ან ის ბიუჯეტი, რომელიც ცვლილებებით არის წარდგენილი”, – განაცხადა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ალეკო ბერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია