რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის რეგიონებში 93 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ქვეყნის სამ რეგიონში 93 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს და მოიგერიეს 93 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების განმარტებით, ყველაზე მეტი – 87 დრონი – კურსკის ოლქში ჩამოაგდეს. ამასთან, 4 დრონი გაანადგურეს როსტოვში, ორი კი – ბელგოროდში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა – თუ არ გვინდა უცხოს მონობა, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, თუ გვსურს სუვერენიტეტი და გვინდა “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”, უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს – ეს დღე ჩვენია, გილოცავთ 26 მაისს