თამარ ჩერგოლეიშვილი იმ პარტიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ „წინააღმდეგობის კომიტეტს“ უერთდებიან

პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი იმ პარტიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ „წინააღმდეგობის კომიტეტს“ უერთდებიან.
“ფედერალისტები”, გახარია, „ლელო“, „დროა“, „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ – ესენი შემოერთდნენ ახალ ფორმატს პრეზიდენტთან“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შესაბამისად, აღნიშნული ჩამონათვალის მიხედვით, „წინააღმდეგობის კომიტეტის“ ფორმატში არ მონაწილეობენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებიდან“ ნიკა გვარამიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარტიები.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა წინააღმდეგობის კომიტეტის შექმნა გუშინ, რუსთაველზე გამართულ აქციაზე დააანონსა. ახალი ფორმატის ფარგლებში ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა დღეს გამართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო