სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ისანი-სამგორის რაიონში დროებით გაზის მიწოდება 1000 აბონენტს შეუწყდება

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ისანი-სამგორის რაიონში გაზმომარაგების ქსელის რეკონსტრუქციის გამო, გაზის მიწოდება 9500 აბონენტის ნაცვლად, 1000 აბონენტს შეუწყდება.
მათი ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 2 აპრილის 10:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათისთვის სრულად დასრულდება.
„ქსელის რეკონსტრუქციის გამო, 1 აპრილის 22:00 საათიდან – 2 აპრილის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეწყდება შემდეგ მისამართებზე: ნავთლუღის ქ. 5/7, 9, 15/1, ჩიხი 9.
სტეფანე ჭრელაშვილის ქ. 3, 4.
ქ. წამებულის (წმ. დედოფლის) გამზ. 61, 63, 63ა, 63ბ, 63ც, 65, 65ა.
წერნაკის, უჯარმის, პატარძეულის, კაჭარავას, I, II, III დოლაბაურის ქუჩები.
ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, დესპინე გელოვანის, ეთერ კაკულიას ქუჩები.
ნავთლუღის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილი.
ასევე, გაზმომარაგება შეუწყდება მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: ქ. წამებულის გამზ. 69-ში მდებარე შპს ,,ველაჯიო”, ქ. წამებულის გამზ. 69-ში (ახლ. ეთერ კაკულიას ქუჩა) მდებარე სს ,,ევექსის კლინიკები”, ქ. წამებულის გამზ. 67დ-ში – შპს ,,თონე-2”, შპს ,,ჯორჯიან ბიზნეს კომპანია”, სს ,,სუში მანია”, სს ,, ბანკი”, ი/მ ალექსანდრე რაზმაძის თონე, ი/მ დავით ნოზაძე და სხვა.
გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“