პროკურატურაში მამუკა ხაზარაძის მიმართ ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

თბილისის პროკურატურაში „ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიმართ ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.
ის რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის ოქმს გაეცნო, რის შემდეგაც, პროკურატურაში გადაინაცვლა.
ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცა. ის გამოკითხვაზე “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაიბარეს. თუმცა, აღნიშნულზე უარის თქმის შემდეგ, ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხეს.
ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ის ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ანდა, ჯარიმას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა