ჩემთვის გასაოცარია, რომ ბევრი ქვეყნისგან გვესმის მოწოდება, დასრულდეს ეს კონფლიქტი, რაც ჩვენ ყველას გვინდა, მაგრამ არავისგან მესმის, რომ „ჰამასმა“ შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან ამოფარება და იარაღის დადება, რათა დანებდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„თუ „ჰამასი“ ამას იზამს, ხვალვე დასრულდება ყველაფერი. თუ „ჰამასი“ ამას იზამდა, ეს მოხდებოდა ერთი თვის, ექვსი კვირის უკან“, – აღნიშნა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მისთვის გასაგებია, რომ ყველას სურს კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, მაგრამ თუ ეს კონფლიქტი „ჰამასის“ დარჩენით დასრულდება, მაშინ მათ ექნებათ შესაძლებლობა 7 ოქტომბრის თავიდან გამეორების, რაც არც ისრაელის და არც რეგიონის ინტერესებში არ შედის.
„როგორ შეიძლება, რომ მოთხოვნა არ იყოს აგრესორის მიმართ და მხოლოდ მსხვერპლის მიმართ იყოს“, – დასძინა ბლინკენმა.