მიანმაში 2700-ს გადაჭარბა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

მიანმას მმართველმა სამხედრო ხუნტამ დღეს, 1 აპრილს, გამოაქვეყნა განახლებული მონაცემები, რომელთა თანახმად, 28 მარტს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 2719 ადამიანი, 4512 დაშავდა, 441 კი დაკარგულად ითვლება.
მიანმაში ერთკვირიანი გლოვაა.
სააგენტო AFP-ის ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ძლიერი სიცხე ართულებს. დღისით ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსს აღწევს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიანმაში დაავადებათა გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო სიტუაციის უმაღლესი დონე გამოაცხადა. ორგანიზაციას დაავადებათა აფეთქების აღსაკვეთად და პირველადი სამედიცინო მომსახურების აღსადგენად დაუყოვნებლივ სჭირდება 8 მილიონი დოლარი.
მიანმაში(ყოფილი ბირმა) 7,7 მაგნიტუდის დამანგრეველი 28 მარტს მოხდა.
ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ საგაინიდან ჩრდილო-დასავლეთით 16 კილომეტრში მდებარეობდა. პირველ მიწისძვრას კიდევ რამდენიმე ძლიერი ბიძგი მოჰყვა.
მიწისძვრამ მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია მეზობელ ტაილანდშიც. ბანგკოკში 19 ადამიანი დაიღუპა, 75 კი დაკარგულად ითვლება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია