უკრაინის მმართველ პარტიაში უარყოფენ არჩევნებისთვის მზადებას

უკრაინის მმართველ პარტიაში უარყოფენ, რომ პრეზიდენტის ოფისში ჩატარდა შეხვედრა არჩევნების მომზადების საკითხზე, რის შესახებაც გამოცემა The Economist-ი იუწყებოდა.
პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ გამოცემა Суспiльне-ს განუცხადა, რომ მსგავს თათბირში მონაწილეობა არ მიუღია და ასეთი თათბირი არც ყოფილა.
არახამიას თანახმად, არანაირი არ მზადდება. მისივე თქმით, ყველა საპარლამენტო პარტია და ჯგუფი დაეთანხმა, რომ უნდა ჩატარდეს საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან ექვსი თვის შემდეგ და ეს პოზიცია, პრინციპში, არ შეუცვლიათ.
31 მარტს გამოცემა The Economist-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს, თათბირი ჩაატარა და განიხილებოდა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, სავარაუდოდ, ივლისში არჩევნების ჩატარების საკითხი.
უკრაინის პრეზიდენტია 2019 წლის მაისიდან. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მაისში უნდა გამართულიყო.
უკრაინის ამჟამინდელი, მეცხრე მოწვევის პარლამენტი (ვერხოვნა რადა) 2019 წლის ივლისში ჩატარებული რიგგარეშე არჩევნების შედეგად დაკომპლექტდა. მომდევნო არჩევნები ხუთ წელიწადში, 2024 წელს უნდა გამართულიყო.
საომარ მდგომარეობაშია რუსეთთან, რომლის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები 2022 წლის 24 თებერვლიდან დაიწყო.
უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, საომარი მდგომარეობის პირობებში არჩევნები არ ტარდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: …და პრემიერის „ფასნამატზე“ ასეთი ჩაციკლულობა — საუკეთესო სიმპტომია იმისა, რომ მის მრჩეველს ან არაფერი ესმის ეკონომიკაში, ან იმ დროს აქვს ეკონომიკა ნასწავლი, როცა უნივერსიტეტში მხოლოდ მარქსიზმ-ლენინიზმს ასწავლიდნენ