ჯო უილსონი – ქართველები იწყებენ არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების 125-ე დღეს, თავისუფლებისადმი მათი ერთგულება არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი

ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს ეხმაურება.
„1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა დაბეჯითებით აირჩია დამოუკიდებლობის აღდგენა სსრკ-ს ოკუპაციის ქვეშ ყოფნის შემდეგ“, – წერს უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, ქართველი ხალხი არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს 125 დღეა მართავენ.
„მაშინ, როცა ქართველები იწყებენ არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების 125-ე დღეს, მათი ერთგულება თავისუფლებისადმი არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი“, – წერს ამერიკელი კონგრესმენი.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…