“თავისუფლება მიშას” პლაკატიანი ხალხის გაყრა პირველი რიგებიდან შეუძლებელია, აგრესიულები არიან, ვერც დაელაპარაკები“ – ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია:
“თავისუფლება მიშას” პლაკატიან ხალხზე ყველაზე მთავარი ისაა, რომ ისინი არ უსმენენ არც მიშას პარტიის ლიდერებს და არც მიშას ოჯახის წევრებს – ჩემი თვალით მინახავს ეს სცენები არაერთხელ. სახელის დარქმევისაგან თავს შევკავებ, მაგრამ ცუდი ეჭვი მაქვს მათზე.
პ.ს. უბრალოდ, მეგონა, მივეჩვიეთ მათ ყველგან ყოფნას და აღარ გვიკვირდა :))) მათი გაყრა პირველი რიგებიდან შეუძლებელია, აგრესიულები არიან, ვერც დაელაპარაკები. მაქსიმუმ ვინმე ჩამოეფაროს ხოლმე საკუთარი პლაკატით და საკუთარი ინიციატივით. თუმცა, ამათაც ისწავლეს ჭკუა და ჯოხებზე შემდგარი პლაკატები და მიშას ანკესზე წამოცმული დროშებით დადიან”

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…