,,ყველაფერი დღესვე მოვასწარით, ამაღამ ქუჩაში კი არა, თავის საწოლში დაიძინებს“ – აკა სინჯიკაშვილი

აკა სინჯიკაშვილი, რომელიც რამდენიმე საათის წინ საზოგადოებას მიუწოდებდა, უსახლკარო მამაკაცისთვის კონტეინერის დასადგამად თანხა აეგროვებინათ, სოციალურ ქსელში წერს:
,,ყველაფერი დღესვე მოვასწარით.
ჩამოვიტანეთ საცხოვრებელი კონტეინერი, დავუდგით და მოვუწყობთ ავეჯით, ტელევიზორით და საერთოდ რაც დასჭირდება, ყველაფრით
ამაღამ ქუჩაში კი არა, თავის საწოლში დაიძინებს და ეს ყველაფერია
და მთავარი სასწაული – ერთის კი არა, უკვე ოთხი კონტეინერის ფული მოვაგროვეთ, ნელ ნელა აგვიწყობენ და მარტო ეს კაცი კი არა, მინიმუმ კიდევ სამი ადამიანი მოშორდება ქუჩას
ასე მივყვებით და უზარმაზარი იმედი გვაქვს, რომ ერთ დღესაც ბავშვობის ოცნებას ავისრულებთ და ვიტყვით, რომ ქუჩაში არავის აღარ სძინავს
მთელი გულით ვცდით და აუცილებლად გამოგვივა
მილიონი მადლობა თქვენ, ყველას
ადამიანი ბედნიერი იძინებს
ღამე მშვიდობის
#სიკეთეგადამდებია”

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…