,,4-5-9-25 -ს ლიდერი ბუნებრივად არის მიშა. განა უნდათ მიშა იყოს, მაგრამ ასე გამოდის” – იაგო ხვიჩია

,,გირჩის” ლიდერი, :
,,4-5-9-25 -ს ლიდერი ბუნებრივად არის მიშა.
განა უნდათ მიშა იყოს, მაგრამ ასე გამოდის.
როცა არანაირი იდეა არ გაქვს, ხალხს ეუბნები მნიშვნელობა არ აქვს ჩვენგან ვის შემოხაზავო, არც არაფერს განსხვავებულს არ ჰპირდები და თან მხოლოდ უკეთეს ბელადობას სთავაზობ, როგორ შეიძლება იქ მიშა აკრძალო.
ჩემი აზრით, იქ სადაც 4-5-9-25 დგას, აუცილებლად უნდა იდგას #freemisha დიდი პლაკატი.
აქამდე რომ არ იყო ისაა ნაცების შეცდომა.
ამის აღიარება უტყდებათ 4-5-9-25 -ში და იტყუებიან.
ამიტომაც არ გამოსდით არაფერი.
როგორ შეიძლება მიშას გამოჩენის გიტყდებოდეს მიშას ამომრჩევლების წინაშე?
ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ვინც აქციაზეა ყველა მიშისტია – არა. მაგრამ იქ მიშისტებიც არიან და თუ გინდა ისინი ბოლომდე დაიხარჯონ საერთო მიზნისთვის მათ საყვარელი ბელადის პლაკატით სიარული არ უნდა აეკრძალოთ.
ამის გამო წავა ვინმე ამ აქციიდან? მაშინ ის არ ყოფილა ჭეშმარიტი 4-5-9-25 -ელი და იმ სიცრუის მსხვერპლია, რითაც არჩევნებზე მოატყუეს.
ამას ახლა ვერ ვუშველით, მაგრამ გამოსწორება აღიარებით იწყება.
როდესმე ხომ უნდა ითქვას, რომ საარჩევნო კონსტრუქცია 4-5-9-25 ქოცების მიერ ხალხის დამაჯერებლად მოტყუების და მიშასთან ბრძოლის ფარგლებში შეიქმნა.
(ჩემი წარმოდგენით, ეს ყველა 4-5-9-25 -ის ლიდერმა იცის და თუ არ იცის, ესე იგი ლიდერი არაა).
ნაცები რატომ სდუმდნენ წინასაარჩევნოდ, როცა მათი ძარცვის კამპანია ღიად მიმდინარეობდა.
რატომ გაუტარეს ეს ქოცებს?
რატომ განიხილავდნენ სალომეს “ლეგიტიმურ” პრეზიდენტად ვადის ამოწურვის შემდეგაც კი?
ვინაა, პასუხისმგებელი , იმაზე რომ ხალხმა ეს სისულელე დაიჯერა და არასწორი არჩევანი გააკეთა, რის შემდგომაც მიშას კიდევ 9 წელი მიუმატეს ციხეში საჯდომად?
რატომ შეიცვალა ეს, მხოლოდ მას შემდეგ რაც მიშას სასჯელი დაუმატეს?
ტყვეობაში მყოფი მიშაც ხო არ იყო ამ კონსტრუქციაზე შეთანხმებული და რა ვიცით, რომ შემდეგ არჩევნებზეც იგივეს არ იზამს?“

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან